მისი თქმით, "ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობამ გადაიხადა კომპენსაცია და განახლდა გამოძიება".
მისივე განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აქვე, როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ამჟამად არ არსებობს ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში გამოიყენოს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვლის გაფართოებას, რომელიც მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მესამე პრიმა მუხლის ა ქვეპუნქტში. მუხლების ჩამონათვალს ემატება სამოხელეო დანაშაულის მთლიანი თავი, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის ეფექტიან გამოძიებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამჟამად აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორი მოსმენით უკვე არის მიღებული“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






