"დაიცავი საქართველო" 13 აპრილს ფილარმონიაში შეკრებას მართავს - დავით მაღრაძის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 14:28, 27 Mar, 2019     1187

„დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს ფილარმონიაში ფართომასშტაბიან შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით მაღრაძემ განაცხადა:

“მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეხვედრაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებაც აღარ არის ღირებულების საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „აიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერეაც ექნება და პერსპექტივაც.

ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება ჩვენი მოძრაობის, ჩვენ ვიწვევთ ფართო საზოგადოებას 13 აპრილს ფილარმონიაში. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან წარმომიდგენია ეს მოძრაობა, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის ესტაფეტა“, - განაცხადა მაღარაძე.

მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნებიან „დაიცავი საქართველოს“ წევრები. მაღრაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულის შესახებ საზოგადოება 13 აპრილს მიიღებს ინფორმაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42