"არც მკითხეთ, ვეთანხმებოდი თუ არა ადვოკატს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, ყველაფერი წინასწარ თეთრი ძაფით არის შეკერილი“- კირკიტაძე
პოლიტიკა - 12:55, 27 Mar, 2019     788
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა, მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ განმარტა, ადვოკატს საფუძვლიანი დასაბუთება არ წარუდგენია.

სიტყვა წარმოთქვა დავით კირკიტაძემ და განაცხადა, რომ ისევე, როგროც სხვა პროცესებზე, მისი უფლებები დღესაც დაირღვა:

„როგორ უნდა ვირწმუნო თქვენი ან მე ან საზოგადოებამ, როდესაც ყოველ სასამართლო პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები. როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ თქვენ ხართ მიუკერძოებელი. მე, როგორც ბრალდებულს, რა განცდა უნდა მქონდეს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. რა აზრი აქვს პროცესებზე დასწრებას ან მტკიცებულებების წარდგენას. მაშინ როდესაც ჩემი საქმის მიმართ ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და ასე არღვევთ ჩემს უფლებებს, საზოგადოება კარგად განსჯის და წარმოიდგენს, რა ხდება იმ პროცესებზე, სადაც არ არის ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი, სადაც აქტიურად არ შუქდება პროცესები. თქვენ იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ მოგანდოთ ადამიანების ბედი და თქვენ კიდევ ყველა ფეხის ნაბიჯზე არღვევთ მათ უფლებებს.

თუნდაც დღეს, ისე გახვედით სასამართლო დარბაზიდან, არც მკითხეთ ვეთანხმებოდი თუ არა ჩემი ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს ყველაფერი წინასწარ თეთრი ძაფით არის შეკერილი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42