"ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს" - კახი კალაძე ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობაზე
პოლიტიკა - 12:33, 27 Mar, 2019     621

კახა კალაძე: ადამიანებში ჩამოყალიბებულია ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია, რაც სწორი ქმედებებით უნდა გამოვასწოროთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივებს, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს, მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და კოეფიციენტის მატება მოხდება. ეს არის ორ-სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლები. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან როცა სამუშაოები, გადათხრილი მიწის ნაკვეთი ვნახე, ეჭვი მეც გამიჩნდა. შესაბამისად, დავინტერესდი, რეალურად რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელიც აღნიშნული მშენებლობით არის დაინტერესებული, სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„მინდა ჩემი თანამშრომლების მიმართ საყვედურის სახით ისიც ვთქვა, რომ როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ალბათ შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი უნდა დაებარებინათ. არ ვსაუბრობ ოპონენტებზე. ვიცით, რომ მათ გარკვეული ინტერესები აქვთ და ყოველთვის ეცდებიან, ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. მინდა ილია ელოშვილს ვთხოვო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც თბილისზე გული შესტკივათ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა ინვესტორი დაავალდებულა, რომ გაემაგრებინა ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და პირველ რიგში, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია, უნდა შეიცვალოს და ამას მუნიციპალიტეტი ქალაქის სწორი განვითარებით მოაგვარებს.

„სამწუხაროა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში აღმშენებლობად ითვლებოდა, დღეს უკვე ერთგვარ დანაშაულად ითვლება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ისიც მესმის, რატომ არსებობს ეს დამოკიდებულება. ბევრი არასწორი პროექტი განხორციელდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა გაკეთებულიყო. ადამიანებში ჩამოყალიბებულია ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია და არ აინტერესებთ, კანონის დაცვით კეთდება ის თუ არა. ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით და ქალაქის ურბანულად სწორი განვითარებით. ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ქალაქის სწორ განვითარებას გულისხმობს. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42