არასრულწლოვანთა ბანდების უკან "უბნის ბლატატა" დგას?! - როგორ ხვდება "ქურდულ ობშიაკში" მაღაზიებისა და ავტომანქანების ძარცვით ნაშოვნი ფული
კრიმინალი - 11:43, 27 Mar, 2019     3144

ბოლო დროს ერთი შეხედვით უცნაურმა დანაშაულებმა იმატა. დამნაშავეები ღამით მიდიან ტექნიკის მაღაზიასთან, ქვით ამტვრევენ ვიტრინას, შედიან მარაზიაში და მაქსიმუმ ერთ წუთში გარბიან. ამ დროის განმავლობაში, ისინი ახერხებენ და მაღაზიიდან მინიმუმ 10 ათასი ლარის მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკა მიაქვთ. რამდენსაც არ უნა ეცადოს დაცვის პოლიცია, გამორიცხულია, დამნაშავეებს ადგილზე მიუსწროს, რადგან ვიტრინის გატეხვიდან ქურდების წასვლამდე ხღირად ნახევარწუთიანი ინტერვალია. 30 წამში კი დაცვის პოლიცია ვერანაირად ვერ მოახერხებს შემთხვევის ადგილამდე მისვლას. რამდენიმე მაღაზიამ კერძო დაცვის სამსახური აიყვანა და ისინი მთელი ღამე მაღაზიაში ჩაკეტილები არიან, მაგრამ გამოსავალი ესეც არ არის - დაცვის სამსახურს უმრავლეს შემთხვევაში იარაღის ტარების და მითუმეტეს სროლის უფლება არ აქვს, ეს კარგად იციან თავდამსხმელებმაც და ამიტომ, თამამად მოქმედებენ. სხვა საქმეა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელიც ადგილზე შეიარაღებული და სრული ეკიპირებით მიდის, მაგრამ ძირითადად დაგვიანებით, რადგან, როგორც გითხარით, დამნაშავეები ადგილს 30 წამში ტოვებენ. სწორედ ამიტომ, დაცვის სამსახურის მიმართ პრეტენზიები პრაქტიკულად არავის აქვს, ისინი მინიმალურ დროს აფიქსირებენ...

რაც ყველაზე საინტერესოა, პოლიცია ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ დანაშაულებს ცხელ კვალზე ხსნის და ათიდან ცხრა შემთხვევაში, არასრულწლოვნებს აკავებს. თუ მათ მოპარული ნივთები გაყიდული არ აქვთ, მაღაზიას უბრუნდება, თუ არა და, არასრულწლოვნებს გასაუბრების შემდეგ, სახლში უშვებენ. მიზეზი მარტივია - 14 წლამდე ბავშვების დასჯის უფლებას კანონი უბრალოდ არ იძლევა. სამწუხაროდ, ეს ბავშვებმაც კარგად იციან და ამიტომ, საქმეზე თამამად მიდიან, ჩავარდნის შემთხვევაში, მაქსიმუმ მშობლებისგან დატუქსვა ელით, წარმატების შემთხვევაში კი მოპარული თანხა ხშირად რამდენიმე ათასს სცილდება.

იმის მიუხედავად, რომ შსს-მ რამდენჯერმე პირობა დადო, ახალ კანონპროექტს წარმოვადგენთ, რომელიც ამ პრობლემას დაარეგულირებსო, კანონპროექტი დღემდე არ ჩანს. ბავშვები კი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვა-გლეჯვაზე არიან გადასული. პარლამენტში საუბრობდნენ იმაზეც, რომ პასუხისმგებლობის ასაკმა 13 წლამდე უნდა დაიწიოს, თითქოს ამის მომხრე შინაგან საქმეთა სამინისტროც გალხდათ, მაგრამ აღნიშნულ მითქმა-მოთქმას წერტილი გასულ კვირას პარლამენტში მისულმა თეა წულუკიანმა დაუსვა.

„მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელით და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდულ და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ოფიციალოური სტატისტიკით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების წილი საერთო დანაშაულებში ძალიან დიდია. რაც ყველაზე საინტერესოა, არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც მაღაზიების გაქურდვას ეტაპობრივად ახორციელებს და სამართალდამცავებს მათი გამოვლენა არ უჭირთ, მაგრამ ვერ სჯიან. მაღაზიების მეპატრონეები კი ამბობენ, რომ წარმოუდგენელია, ყოველ საღამოს ვიტრინებში გამოფენილი მობილურები და პერსონალური კომპიუტერები აალაგონ, სეიფში შეინახონ და მეორე დილით ისევ გამოფინონ. ამ ყველაფერს ადამიანური რესურსის გარდა, დრო სჭირდება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს კლიენტი ისედაც მოაკლდა და შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გაწევა არავის სურს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რმდენად სწრაფად მოახერებს იუსტიციის სამინისტრო დაანონსებული კანონპროექტის წარმოდგენას, მაგრამ ეს საქმე მოცდას რომ აღარ ექვემდებარება, ფაქტია. პარალელურად, არასრულწლოვნებს, რომლებიც ამ დანაშაულში არიან ჩართული, „პატრონები“ გამოუნდნენ და ე.წ. უბნის „ბლატატა“ აგულიანებს. ისინი ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ მოპარული თანხიდან გარკვეულ პროცენტს საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს გაუგზავნიან, ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, სწორედ ქურდების დახმარების იმედი ექნებათ და იქ ყოფნა გაუადვილდებათ. დაგვეთანხმებით, რომ არასრულწლოვნების „შებმა“ ძალიან იოლია, მითუმეტეს, ამ ასაკში ციხე, ქურდები, კრიმინალი რომანტიულად ჯღერს და პატარებიც მახეში იოლად ებმებიან. შედეგად, მაღაზიებიდან ნაარცვის მცირე ნაწილი „კაი ბიჭებამდე“ მიდის, ისინი კი სავარაუდოდ ქურდებთან აგზავნიან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბევრი ქუედებს უბრალოდ „გადააგდებს“, არც კი გააგებინებს, რომ ბავშვებმა „საერთოს“ ფული „შესწირეს“ და თავად მოიხმარს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ძალოვნებსაც აქვთ და ამიტომაც არის, ისინი ზღვარის დაწევაზე რომ საუბრობენ. პოლიციის ძველ, გამოცდილ კადრებს სჯერათ, რომ კანონის გამკაცრების გარდა, პრობლემის მოგვარების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და როგორც კი კანონი გამკაცრდება, დანაშაულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ბოლო დროს გახშირებული ავტომობილების ძარცვის უკანაც არასრულწლოვნები დგანან, რომლებსაც ისევ და ისევ, უფროსები აგულიანებენ და... წილში უსხედან.

პ.ს. 24 მარტს, ანუ როცა სტატიას ვამზადებდით, რუსთავში „სმაილის“ მაღაზია გაქურდეს. პოლიცია ქურდობაში ეჭვმიტანილ ორ... არასრულწლოვანს ეძებს.


წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42