ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის მაშინდელ ხელმძღვანელს, გიორგი კვირიკაშვილს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მდინარაძის მტკიცებით, ეს საკითხი ერთ-ერთი პუნქტი იყო იმ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მან გუშინ შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძეც, მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე საუბრები, პარტიაშივე უნდა დარჩეს, რადგან მოსახლეობას უკეთესი ხვალინდელი დღე აინტერესებს და არა ის თუ ვინ ვის რა მისწერა:
"გუნდის შიგნით რაზეც ხდება ხოლმე საუბარი, ეს არის გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები. ჩვენ მოსახლეობამ აგვირჩია იმისთვის და გვაქვს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი. გულწრფელად გეუბნებით, ნამდვილად არ არის საინტერესო მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვინ ვის რა მისწერა,"-აცხადებს კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






