უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელაშვილი დაინიშნა. აღნიშნულს ოპოზიციის რიგებში გამოეხმაურნენ, რადგან აბდუშელაშვილი არა ერთ სკანდალურ საქმესთან, მათ შორის „ომეგას“ საქმესთან არის კავშირში.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ აბდუშელაშვილი ომეგას საქმის ცნობილ ცანაწერებში ფიგურირებს.
„ეს არის ის ზურა აბდუშელიშვილი, რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია გუგული მაღრაძის სიძის, რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია ქართული ოცნების შემომწირველების. აგრეთვე, მისი ძმა და თვითონაც მეგობრობს კახი კალაძესთან, ბატონ ბახტაძესთან და, რომელიც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ომეგას საქმეში შიკრიკის როლს. სწორედ ეს ყველაფერი დაუფასდა და მიიღო დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფორმალური საფუძველი და კრიტერიუმები ამ დანიშვნისა არ არსებობს. მიიღო დანიშვნა ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში მისი ოჯახი აკეთებდა საკმაოდ კარგ ფულს, დაწყებული ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






