საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებს მშობლის თანდასწრებით ექნებათ,ა სევე მოტხოვნის შემთხვევაშ საკითხხში ჩაერთვება სასულიერო პირიც.
აღნიშნულ ინიციატივას დეკანოზი დავით ისაკაძე გამოეხმაურა და პოზიტიურადაც შეაფასა:
„მშობელმა უნდა განსაზღვროს, ისწავლოს თუ არა მისმა შვილმა ეს საგანი. ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, სასულიერო პირთან, როგორც მოძღვართან, მშობელიც მიდის და შვილიც მიდის. ასე რომ, ეს მათი გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა ჩვენთან. ისეთი საკითხი, რომელიც მთლიან საზოგადოებრივ ცნობიერებას ეხება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც, ეს იქნება სექსუალური აღზრდა თუ არ იქნება და რაღაც სხვა საკითხი იქნება, ეკლესიას რაც აქვს სწავლება, ის იქნება გადმოცემული ყოველთვის სასულიერო პირის მიერ,“ - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






