უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელაშვილის დანიშვნას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დადებითად აფასებს. ზალკალიანის თქმით, უზბეკეთში საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აბდუშელიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა გამართლებულია.
„დიპლომატიურ სამსახურში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ჩვენ ხან ვიყენებთ კარიერული დიპლომატების დანიშვნის პროცედურას, ხან შესაძლოა, იყოს პოლიტიკური დანიშვნა ან იყოს წარმატებული ბიზნესის წარმომადგენელი. სწორედ ამ კუთხით განვიხილავთ ჩვენ უზბეკეთთან ურთიერთობას. იქ არის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს უზბეკ პარტნიორებთან. მას აქვს ძალიან კარგი ცნობადობა უზბეკეთში, თვითონაც კარგად იცნობს რეგიონს და სწორედ ეს იყო ის კრიტერიუმები, რის გამოც მოხდა მისი შერჩევა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






