"მიეწოდება სამარხვო საკვები, თუმცა უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე"- პენიტენციური სამსახური მამალაძის ოჯახის განცხადებაზე
პოლიტიკა - 17:23, 26 Mar, 2019     1075
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსჯავრდებულს მიეწოდება სამარხვო საკვები, თუმცა, გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე, რაც უწყების ცნობით, შესაბამის ოქმებშია ასახული.

როგორც "ნიუპოსტს" სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, მსჯავრდებული სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

"ასევე, გიორგი მამალაძე უზრუნველყოფილია მუდმივი გათბობითა და ცხელი წყლით, ისევე, როგორც ამ (N18 დაწესებულება) და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ყველა პატიმარი. აღსანიშნავია ისიც, რომ მსჯავრდებულს მუდმივად ღია აქვს პალატის ფანჯარა და აცხადებს, რომ ურჩევნია, ოთახში დაბალი ტემპერატურა იყოს.

რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი სტაბილურია, უტარდება გაციების საწინააღმდეგო მკურნალობა და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს გიორგი მამალაძე უჩიოდა ყელის ტკივილს, მშრალ ხველას და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, რასაც გაციებას (შხაპის მიღების შემდეგ) უკავშირებდა. თერაპევტის მიერ, მას დაენიშნა "ლივანგინის" საწუწნი აბები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებაზე კი ხველის დაბალი ინტენსივობის გამო იმ ეტაპზე უარი განაცხადა.

2019 წლის 21 მარტს, (შხაპის მიღების შემდეგ) პაციენტს აღენიშნა ტემპერატურის მატება 38˚C-მდე. სიმპტომურად მიეცა „ტაიქოლდი“, ასევე „ლივანგინი“.

2019 წლის 22 მარტს მსჯავრდებული მამალაძე უჩიოდა ყელის წვას, ხველას მცირე რაოდენობის ნახველით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. 07:30სთ-ზე დაფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 37,7˚C, დღის განმავლობაში - კი 36,6-36,8˚C ფარგლებში. მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგად ფილტვებში პათოლოგიური პროცესი არ გამოვლინდა. შესაბამისად, მსჯავრდებულს დაენიშნა ამოსახველებელი საშუალება. გიორგი მამალაძემ „ავერსის” მედიკამენტზე უარი განაცხადა და საკუთარი ხარჯით შეიძინა საწუწნი აბები.

22 მარტს მსჯავრდებულს გაეწია ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია, რის შედეგადაც დაუდგინდა ფარინგიტის გამწვავება და დაენიშნა სავლები (პოვიდონი 3 მგ. ასევე ფიზიოლოგიური ხსნარი 3-ჯერ დღეში).

23 მარტს ჩატარებული კონსულტაციისას, მორიგე თერაპევტის მიერ დაფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 37 ˚C, ერთეული მშრალი ხიხინი ვეზიკულური სუნთქვის ფონზე. პაციენტს მიეწოდა ამბროქსოლის აბები - 1 აბი 3-ჯერ დღეში. 24 მარტს 14:00 სთ-ზე პაციენტი კვლავ ინახულა მორიგე თერაპევტმა, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 36,9˚C, ხოლო საღამოს 18:00 სთ-ზე - 37,2˚C. 24 მარტს მსჯავრდებულმა პირველად განაცხადა უარი საკვების მიღებაზე, რის შესახებაც შედგა სათანადო ოქმი.

25 მარტს, დილის 12:00 სთ-ზე ტემპერატურული მაჩვენებელი იყო - 36,7˚C. 14:00 სთ-ის შემდგომ, პაციენტი გაყვანილ იქნა ადვოკატთან შეხვედრაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი და პაციენტის მკურნალი ექიმი (დაახლოებით 15:00 სთ). პაციენტმა მოითხოვა სტაციონარული სამედიცინო ბარათის გაცნობა. აღნიშნული სამედიცინო ბარათი მორიგე ექიმის მიერ შენახული იყო საკეტით აღჭურვილ კარადაში, რის გამოც მკურნალმა ექიმმა ის ვერ მოიძია და დაწესებულებაში გამოძახებულ იქნა მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის მოსვლის შემდეგ სამედიცინო ბარათი გადაეცა მკურნალ ექიმს, რომელმაც პაციენტს გააცნო ბარათში არსებული სამედიცინო ჩანაწერები"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42