სერიიდან - „აბა შეხედეთ“:
- ვიცინი და ვიცინიო,- ჭირის ოფლის სდის შსს მინისტრ გიორგი გახარიას ტვ „პირველის“ ჟურნალისტების კითხვებზე და სხვა რაღა უნდა ქნას, სიმწრით იცინის.
- იცინის ის, ვინც ბოლის იცინის,- ვპასუხობ მე.
ისე, რა საინტერესოა, ეს ხალხი ( გახარია, მურუსიძე) თავიანთი ნებით რად მიდიან ნეტავ სტუდიებში და ცოცხლად რად იმარხავენ ისედაც მოჭრილ თავებს?..
პ.ს. პალიტრა ნიუსის გადაცემა „360 გრაფუსი“, ემა ტუხაშვილთან ჩემი სტუმრობის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა დამიზუსტეს, რომ
გიორგი გახარიასთან, როგორც ბიზნესომბუდსმენთან „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრებისას ძირითადი საკითხი იყო ქვეყანაში არსებული დამპინგი და კონკრეტულად თამბაქოს სფეროში.
„ომეგა“ ფიქრობდა, რომ ომბუდსმენმა ან არ იცის ქვეყნისთვის და ადგილიბრივი წარმოებებისთვის საზიანო ეს პრობლემა ან ვერ ხედავს ცალკეული ჩინოვნიკების მიერ კანონით გაწერილი ადმინისტრირების შეუსრულებლობას და არცთუ იშვიათად დამრღვევთა წახალისებას .
ეგონათ, რომ არ იცოდა.
გაირკვა, რომ იცოდა.
იცოდნენ.
რაც არ იცოდნენ, კარგად გამოჩხრიკ-ჩაუღრმავდნენ და კიდევ უფრო მიეცათ საშუალება დამპინგში ჩართულ კომპანიებს, რომ თავისუფალად ერღვიათ არსებული კანონები.
სწორედ ბიზნესომბუდსმენის, ნდობით აღჭურვილი ჩინოვნიკების და კანონდამრღვევი კომპანიების ერთობლივმა მოქმედებამ (გნებავთ, ორკესტრირებული უწოდეთ) გამოიწვია „ომეგა ჯგუფის“ ადგილიბრივი საწარმოს საქმიანობის მაქსიმალური შეზღუდვა და ზარალი, რაც იყო კიდეც მმართველი ვერტიკალის მიზანი.“
მასალის გამოყენების პირობები






