მთაწმინდაზე წმინდა მიხეილ ტვერელის ტაძრის საძირკველი და კედლები დღითიდღე უარეს მდგომარეობაშია - აღნიშნულის გამომწვევი კი ის მძიმე ტექნიკაა, რომელიც პირდაპირ კულტურული ძეგლის საძირკველთან მუშაობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ აღნიშნული ეკლესიის ნგრევას გამოიწვევს. ოპოზიცია არსებულ სიტუაციაში დედაქალაქის მერის ინტერესებს ხედავს.
აღნიშნულს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა:
„ეს არის უპრობლემო პროექტი. საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. კანონის სრული დაცვით არის ნებართვა გაცემული. იმ კონკრეტულ ადგილზე იყო ბარაკები და იქ მცხოვრები ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დღეს შენდება ორ თუ სამსართულიანი თანამედროვე სახლი, რომელიც ყველანაირად ჯდება იმ საერთო გარემოში, რაც კონკრეტულ ადგილს აქვს. ეკლესიას პრობლემა არ ექმნება. პირიქით, იქ მიმდინარეობს ღობის გამაგრებითი სამუშაოებ.
ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და დაგეგმილად. ის განვითარება, ის წინსვლა, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, გარკვეული ადამიანების ჯგუფს არ სურს. იციან, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ მშენებლობებზე ადამიანები საქმდებიან და ხელფასს იღებენ”, – ამბობს კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






