"მუდამ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ისეთ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 16:03, 26 Mar, 2019     647

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თბილისში, „აქსის თაუერსის" სავაჭრო სივრცის გახსნის ღონისძიებაში, სადაც ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი", 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი", ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები ამოქმედდება. როგორც გიორგი ქობულიამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, პროექტი სრულად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს.

„მივესალმები ამ პროექტს, რომელიც, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაშია მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან, მათ შორის არის ტურიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება „პულმანის" სასტუმრო და შეიქმნება ახალი ატრაქციები როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. როგორც ვიცით, აქ იქნება შესანიშნავი გასართობი ცენტრი, საერთო საზოგადოებრივი სივრცე და ისეთი ჰიპერმარკეტი, როგორიც „აგროჰაბია." რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს არამარტო თბილისის იერსახის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ ეხმარება მთლიანად ჩვენს ეკონომიკას. ასეთი პროექტები გვჭირდება ბევრად მეტი და მუდამ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი პროექტების ინიციატორები და ორგანიზატორები იქნებიან მომავალში" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„აქსის თაუერსის" სავაჭრო სივრცე ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსის" შენობაშია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „აქსის თაუერსი" 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, ესენია: 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი", ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. ასევე იგეგმება საგამოფენო და რეკრიაციული სივრცეების მოწყობა

მათივე ინფრომაციით, „აქსის თაუერსის" მშენებლობა 2019 წელს დასრულდება, მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება კი ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, სადაც პირველი, ქართული სოფლის ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი" განთავსდება.

„აქსის თაუერსი" თანაინვესტირების ფონდთან თანამონაწილეობით აშენდა და მისი მთლიანი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42