ვოლსკი დარწმუნებულია, რომ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მწვავე შეფასებები მიმართულია არა უშუალოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ძალიან გული მწყდება რომ ეკა ბესელიამ, საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, მებრძოლმა ადამიანმა თავისი პოლიტიკური ისტორიით გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა. ეს ამბობს ირაკლი კობახიძეს, იქ ვიღაც გვარებს ახსენებს, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, სიცრუე, ტყუილი, მაგრამ რეალურად ისრები, რასაკვირველია, მიმართულია ბიძინა ივანიშვილზე. აქ სწორედ ეს არის თემა მთავარი, გეგმა, რატომ სჭირდება ეს, რასაკვირველია, აი, ამ პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი ნიშის დამკვიდრება და აი, ეს აქვს აღებული თავის მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






