სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა
პოლიტიკა - 14:51, 26 Mar, 2019     967

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია.

დიდმა პალატამ კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა 2019 წლის იანვარში და დაადგინა, რომ 10 მილიონი ევრო უნდა გადანაწილდეს მომიჩვან პირებს შორის, სასამართლოს მიერ განასაზღვრული წესით. ანალოგიური წესი მოქმედებს ამ საქმეზეც.

რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს: ეკა ჩხაიძე, დავით ჯაოშვილი, ვაჟა ბერძენიშვილი, აბრამ გივიშვილი, ტატო ნორაკიძე, თენგიზ კბილაშვილი, ირინა ჩოხელი, დავით ლაცაბიძე, ირინა კალანდია, კახა ციხისთავი, ხათუნა ძაძამია, ინგა გიგაშვილი, ლია ძაძამია, ლიანა ნაჭყებია, ლევან კობაიძე და კობა კობაიძე.

სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უმეტესობა პოლიციამ ან საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა დააკავა და დააჯარიმა. ზოგიერთი მათგანი რუსეთიდან დეპორტირებული იყო, ხოლო ზოგმა თავად დატოვა რუსეთის ტერიტორია. სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა მომჩივანმა ვერ დაასაბუთა ბრლადება, კიდევ ერთმა კი საჩივარი უკან გაიტანა“, – ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გავრცლებულ პრესრელიზში.

სასმართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სულ მცირე 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12, 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც 2-და 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს, რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42