საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა
პოლიტიკა - 14:16, 26 Mar, 2019     577

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.

Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge- საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.

Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით. ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42