„საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოვალეობის მოსახდელი განცხადებები თავიანთი კლიენტის მხარდასაჭერად, ძბელად გააკვირვებს ვინმეს - ის უკვე დიდი ხანია ვაშინგტნისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილი გახდა.
ამასთან, ამგვარი რიტუალური განცხადებები, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოლიტიზირებული რეზოლუციების მხარდაჭერასთან და ნატოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის წახალისებასთან ერთად. უქმნის ქართველ ლიდერებს მაღალ მოლოდინებს, კვებავს მილიტარულ განწყობებს, და ძირს უთხრის კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
თბილისის ღია ფსონები ნატოს სამხედრო სტრუქტურებში ფორსირებულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო საეჭვოს ხდის საქართველოს მიერ დეკლარირებულ „მშვიდობისმოყვარეობას“
საქართველოს ოფიციალური პირების არანაირი „მეგობრული“ განცხადებებს არ შეუძლია გადაფაროს ის ფაქტი, რომ საქართველო, დასავლელი პარტნიოების მხარდაჭერით, ცდილობს გააძლიეროს თავისი სამხედრო პოტენციალი. სრულიად გაუგებარია, რა მოსალოდნელი საფრთხეებზე რეაგირებას აპირებს საქართველო თავის დასავლელ მეგობრებთან ერთად.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობის აქტიური პროცესი, უნდა გახდეს საერთაშორისო შუამავლებისა და ჟენევის კონსულტაციების სერიოზული განხილვის საგანი. აიუცილებელია ნათელი გაგება იმისა, რომ თბილისის შესაძლო მცდელობები ძირი გამოუთხაროს მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკაშიაში იქნება მკაცრად ჩახშობილი.“- ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






