„სამართლიანი არჩევნები“ დასკვნას აქვეყნებს, სადაც საუბარია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაზე, რომელსაც სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და სადამსჯელო ღონისძიებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სკოლებში ინსპექტირება 2018 წელს 7-დან 6 შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის განხორციელდა. მათვე შეფასებით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირები, რომლიც ამ სადამსჯელო კამპანიაში იყო ჩართული.
„ინსპექტირება აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ამ პროცესში ნამდვილად იკვეთებოდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები და ეს ინსპექტირება, ისევე, როგორც სხვა ინსპექტირებები, რომელიც განხორციელდა გასულ წელს, შესაძლოა ყოფილიყო, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, სადამსჯელო ინსტრუმენტი გამოყენებული. უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც შესაძლოა ზეწოლა-მუქარაში იყო ჩართული,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






