სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:47, 25 Mar, 2019     3372

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებულის ადვოკატების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

"მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც. ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი.

2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და, გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაუწყვეტლად, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 5 მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42