ხალხის კუთვნილი 60 000 დოლარი 9 სამუშაო დღისთვის - საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს
პოლიტიკა - 16:25, 25 Mar, 2019     2420

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს და 9 სამუშაო დღეში 60 000 დოლარის გადახდას გეგმავს. ინფორმაცია სააგენტომ "Financial Times"-ში გამოაქვეყნა.

საბჭოს მომავალ წევრებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს სამგზავრო ხარჯებსაც. აპლიკაციის მიხედვით, არ იქნება აუცილებელი საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ. საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, ანუ 1 საათში საბჭოს წვერებს სააგენტო 833 დოლარს გადაუხდის.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდის ხელფასების გადახდა ხდება ხალხის ფულით.

„აი ამ საპენსიო ფონდის თავმჯდომარეს აქვს 15 000 ლარი ხელფასი და საბჭოს წევრებს, რომლებიც სამ თვეში ერთხელ მოვლენ ან შეიძლება არც მოვლენ, აგერ 5 000 ლარი დაუნიშნეს. რა ენაღვლებათ იმიტომ, რომ უნიშნავენ ხალხის ფულს, აბა საკუთარი ჯიბიდან დაუნიშნოს ივანიშვილმა, დავინახავთ, რომ 5 000 ლარი კი არა 50 ლარსაც არ დაუნიშნავს,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქეების მხრიდან უსამართლობის განცდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ მოქალაქეები აღნიშნულ საპენსიო სქემაში ძალდატანებით შეიყვანა.

„ჩვენ რომ წავსულიყავით ერთი სულ ნებაყოფლობით სისტემით და პლიუს იქ იმით, რომ ეს განთავსებულიყო კერძო საპენსიო ფონდებში, მაშინ ადამიანებს არ გაუჩნდებოდათ ეს უსამართლობის განცდა, რომ მე ჩემთვის რაღაცა უნდა დავაგროვო 2 ლარი და 12 ლარი და ამაში რომ ეს ფულიც არ დაიკარგოს, ვიღაცამ უნდა აიღოს 10 000-ობით ევრო და დოლარი. ეს უსამართლობის განცდა მოქალაქეებს უჩნდებათ სწორედ იმის გამო, რომ მთავრობამ ისინი ძალით და სავალდებულოდ შეიყვანა ამ სქემაში,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42