ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა.
ფარქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, იმ გზავნილებზე ისაუბრა, რაც სტოლტენბერგმა ვიზიტისია და შეხვედრის ფარგლებში გააჯღერა:
„მომდევნო სამიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება. ამიტომ, ნატო-ს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი იყო, ეუთო-ს დასკვნა აიღეთ და ყველა ის რეფორმა გაატარეთ, რაც არის აუცილებელი, რათა ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის გარეშე ნატო-ში საქართველოს მომავალი უზრუნველყოფილი ვერ იქნება. პირდაპირი გზავნილი იყო, ნატო-ში პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას, ის რეფორმები უნდა გაატაროთ, რაც თქვენს საზოგადოებას სჭირდება, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები განმტკიცდეს. ვიზიტიდან დასკვნის გაკეთება მარტივია, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან არსებულ პრობლემებში, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს ნატო-ში მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






