"ჯიპიაი ჰოლდინგის" სააქციო კაპიტალი 4.5 მლნ ლარით გაიზარდა
პოლიტიკა - 16:22, 25 Mar, 2019     1637
ჯიპიაი ჰოლდინგის აქციონერთა კრებამ, რომელიც ა.წ. 13 მარტს გაიმართა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სათაო ოფისში, კაპიტალის 4.5 მლნ ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან დღემდე აქციონერების გადაწყვეტილებით კომპანიის კაპიტალის ზრდა ოთხჯერ განხორციელდა, ჯამში 20 მლნ ლარით და დღეისთვის 32 029 431 ლარი შეადგინა.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:
„კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ აქციონერებს სჯერათ საქართველოს სადაზღვევოზე ბაზარზე მიმდინარე რეფორმების და ჯიპიაი ჰოლდინგის, როგორც ლიდერის როლის შენარჩუნებისთვის მზად არიან ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერა განახორციელონ. ეს უაღრესად მნიშვნელვანია არამხოლოდ ჩვენი კომპანიის სტაბილურობისა და სიძლიერისთვის, არამედ ზოგადა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის. დარწმნუნებულები ვართ, ის დადებითი სიგნალები, რაც ამ სექტორში რეფორმებს უკავშირდება, განხორციელდება ისე, რომ გარანტირებული იყოს ამ ბაზრის მდგრადი და დინამიური განვითარება.“

პიტერ ტირინგი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რეგიონში ჩვენი საქმიანობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და რომ ამ ბაზარზე ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი კომპანიების და ზოგადად, საქართველოს სადაზღვევო სექტორის განვითარებას. ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის კვაკუთხედია. ჩვენ ინვესტიციებს მოკლევადიანი მოგების მიზნით არ ვახორციელებთ, არამედ გვაქვს გრძელვადიანი გათვლები რომ ამ ბაზარზე დიდხანს დავრჩეთ ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების საკეთილდღეოდ.“

აქციონერთა კრებამ განიხილა და დაადასტურა 2018 წლის აუდიტირებული შედეგები. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე კომპანიის საქმიანობის აუდიტს დიდი ოთხეულის წევრი კომპანია KPMG GEORGIA ახორციელებს, რაც კომპანიაში არსებული მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი მაჩვენებელია. არსებული ანგარიში ცხადყოფს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტაბილურად იზრდება - მოზიდული პრემია 6%ით მეტია გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოგებამ 5,2 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიამ 2018 წელს აანაზღაურა 78 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუდიტირებული შედეგების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე: WWW.GPIH.GE

***

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 530 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42