ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა CAREC-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
პოლიტიკა - 16:12, 25 Mar, 2019     669
25 მარტს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, „SPS სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ - პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, სამუშაო შეხვედრა „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“ დაიწყო.


სამუშაო შეხვედრა, რომელსაც CAREC-ის წევრი ქვეყნების, კერძოდ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კობეშავიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა გახსნეს.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეებს, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ, ვცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია CAREC-ის ქვეყნებს შორის ფიტოსანიტარიული მიმართულებით, მავნე ორგანიზმებზე ზედამხედველობის კუთხით, გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება და ერთობლივი კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვაჭრობის გამარტივებას და დაიცავს ქვეყნებს მავნე ორგანიზმების გავრცელებისგან.

CAREC-ის პროექტის ფარგლებში, 27 მარტს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს.

CAREC-ის პროექტში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42