„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები წარადგინა. აღნიშნულს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რა სახელიც არ უნდა დაასახელოს მმართველმა პარტიამ, მას მაინც ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების იმედი აქვს:
„ნებისმიერი კონკრეტული სახელის და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, გაუარესებული, გართულებული ცხოვრება და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესობა და ცვლილებების და უკეთესობის ერთადერთი გზა არის დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დამარცხება და ჩამოშორება, რომელი სახელი და გვარიც არ უნდა წარმოადგენდეს ამ ხელისუფლებას კონკრეტულ არჩევნებზე,“ - განცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






