თბილისში სამუშაო ვიზიტით ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება. მან არა ერთი შეხვედრა გამართა. „კურიერთან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთო–ს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად:
„ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს, არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთოს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ, რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები, ვინაიდან საჭიროა, ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადონ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა თავისუფალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
„მთავრობის შეცვლა ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში. ხალხს ასევე აქვს უფლება, მთავრობა შეცვალოს. მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნატო ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეუთო-ს რეკომენდაციები. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს აუცილებელი რეფორმების გატარებაში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
მასალის გამოყენების პირობები






