„ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე“ – სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 15:16, 25 Mar, 2019     960

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის და აღნიშნულში დიდი წვლილი საქართველოს მიუძღვის. სტოლტენბერგმა ქართველს სამხედროებს ამის გამო მადლობა გადაუხადა:

„პირველ ყოვლისა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს დღეს აქ ყოფნისა და ყველა თქვენგანთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ ჩვენი მისია ავღანეთში 2001-2002 წლებში, ავღანეთს აკონტროლებდა „თალიბანი“, ავღანეთი იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის, ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ავღანეთის მოსახლეობას.

ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა, თუმცა ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42