„ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია“ – კილაძე
პოლიტიკა - 15:04, 25 Mar, 2019     651

სოციალური მუშაკების პროტესტი და გაფიცვა საქართველოს მასშტაბით – აღნიშნულს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადამ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია.

“გაფიცვა, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. ვიცი, რომ ბევრი გამოწვევაა ამ სფეროში და მათი მოთხოვნები სამართლიანია. ამიტომ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო საკანონმდებლო ორგანოში მათ პრობლემებზე საუბარი 2017 წელს და სწორედ ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით მივიღეთ ახალი კანონი ”სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელმაც მთლიანად მოაწესრიგა სოციალური მუშაობის სფერო და გააძლიერა სოციალური მუშაკების პროფესია. ამ ფუნდამენტურ რეფორმაში დიდი მხარდაჭერა მქონდა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, დღევანდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, ასევე დავით სერგეენკოს.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს 2019 წელს არ ჰქონდა არც შესაბამისი ფინანსური სახსრები, არც ადამიანური რესურსი, რეფორმის რეალური ამოქმედება 2020 წლიდან იწყება. მიღებული კანონის საფუძველზე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია სოციალური მუშაკების არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ, ხარისხის უზრუნველყოფა, ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის თებერვლიდან რეფორმის დეტალებს ვაცნობთ მოქმედ სოციალურ მუშაკებს, ვიწყებთ სერტიფიცირების პროცესს.

ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, უკვე გათვალისწინებულია კანონში. მე მესმის მათი მოთხოვნების სამართლიანობის, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო მის ხელთ არსებული რესურსებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონსენსუსის მიღწევა იყოს შესაძლებელი.

იმედს ვიტოვებ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც სოციალური მუშაკების და არც ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელსაც ეს პროფესია ემსახურება“, - განაცხადა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42