„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ“ – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 14:53, 25 Mar, 2019     720

„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ და ინტეგრაციის პროცესის მიმართ",- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.

ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

„გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თანდათანობით დაუახლოვდება ნატო-ს და ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„გვქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ, კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ",- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42