„პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია“ – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 13:39, 25 Mar, 2019     679

პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იქნა გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ, როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.

„ჩვენ ვმუშაობთ ახლა. არის კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ეს პრობლემა მოგვარდება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებასაც, რომ შენობის გასარემონტებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა.

„ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს თუ არ ვცდები. თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42