საბანკო რეგულაციები – „ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 12:38, 25 Mar, 2019     850

„ევროპული საქართველო“ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დავიღ ბაქრაძემ გააკეთა:

„ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს ათიათასობით ადამიანი რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზეიებს და უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულიად გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში, ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს და ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართველოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა, დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. აი ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასწრაფო წესით საკომიტეტო მოსმენაზე მობრძანდეს პარლამენტში და ჩაგვაბაროს ანგარიში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42