ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა ნატო–საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ნატო–ს წევრი მაშინ გახდება, როცა ამას ალიანსის 29 წევრი ქვეყანა და თავად საქართველო გადაწყვეტენ. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილებებსა და არჩევანში.
"საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თავად შეუძლია აირჩიოს რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება - ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის ოქმს, სადაც ცხადად არის დადასტურებული,რომ ყველა ერს აქვს უფლება სამხედრო ალიანსში გაწევრიანების და ა.შ. აქედან გამომდინარე საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა, და ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით,თქვენს მისაღებად არავის ექნება გამოკვეთილი მიკერძოებული აზრი. რუსეთი და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს.
ეს თქვენზეა დამოკიდებული ალიანსის 29 წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი. მოდერნიზაცია აუცილებელია თავდაცვის სისტემის, სასამართლო სისტემის, ნატოს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენი ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ მიღწეული, მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის მნიშვნელოვანი. ერთად ვმუშაობთ ავღანეთში ნატოს სწავლებებში,ე სდ ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. დარწმუნებული ვარ, ნატოს წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრიანებისთვის,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






