„ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, რათა მათ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლონ“ – მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 11:34, 25 Mar, 2019     655

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების აუცილებლობასა და აღნიშნულთან მიმართებით ნატო–ს დაინტერესებაზე ისაუბრა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთანდ აკავშრებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კი სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რეგიონში მსგავსი კონსტრუქციების არსებობა დიდი მნიშვნელობის მქონეა.

პრემიერის განცხადებით კი, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა გააზრებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„შავი ზღვა არის დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. შესაბამისად გვაქვს დაგეგმილი ნატოსთან ერთად ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხობა იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად მათ სორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე და გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციას, მივიღეთ რეკომენდაციები და ეს არის ნორმალური პროცესი. იცით, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტი მუშაობს კანონების დახვეწაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ კანონპროექტების, რომელზეც რეკომენდაცია იქნა გაცემული ეუთოს და ოდირის მიერ“-განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42