"ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი" - სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 11:02, 25 Mar, 2019     884
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ნატო-ს ინტერესები - ამ საკითხზე ისაუბრა იენს სტოლტენბერგმა პრემიერთან შეხვედრაზე.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ რეგიონში რუსეთის ინტერესები აშკარაა და ამას ადასტურებს ხომალდები უკრაინის საზღვართან. სტოლტენბერგის თქმით, ნატო აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებზე.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა, ყირიმის ანექსიის, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდები განლაგებულია და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო რა თქმა უნდა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში და პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ პრინციპში ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში, ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული ხომალდი და რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ნატოს ხომალდი მონაწილეობას იღებდა პოსეიდონის სახელობის სწავლებაში, იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს აკვატორიაში.

მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, რომელიც შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში გაზრდილია აქცენტები შავი ზღვის უსაფრთხოების. საქართველოში ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები რასაც ვხედავთ იქნეს დაძლეული და თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით,“-აცხადებს სტოლტენბერგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42