"მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ გახდეთ ჩვენი წევრი" - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 10:47, 25 Mar, 2019     1228

ნატო-საქართველოს ურთიერთბებზე ისაუბრა იანს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატოს პოზიცია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, არ შეცვლილა. მანვე ხაზი გაუსვა მიმდინარე ერთობლივ წვრთნებს და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო ნატო მნიშვნელოცანი მოკავშირე და პარტნიორი.

"ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან ძლიერი ამ პარტნიორობის ფარგლებში.

მეორეჯერ ვიმყოფები გენერალური მდივნის რანგში. ეს იმისი ნიშნავს, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასების და წვრთნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და 2015 წელს ჩაეყარა მას საფუძველი. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში ჩვენ მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ჩვენს ურთიერთობაში და 2015 წელს ამას ხაზი გაესვა კვლავ.საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

გასულ წელს ჩვენ კვლავ გავუსვით ამას ხაზი. გადაწყვეტილება 2008 წელს, რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცაღა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ცენტრებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე,“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპრიებული რეგიონების აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

„გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმის განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს თავდაცვის ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი. იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42