ამ იდეას ინოვაციური უწოდა ედპ-ის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ და აღნიშნა, რომ მისი საერთო ეროვნულ არჩევნებში გამოყენებისათვის პროექტს დახვეწა და მეტი დაცულობა დასჭირდება.
"ძალიან საინტერესო და ინოვაციური იდეაა, თუმცა, ამ საკითხს ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი დაცულობა როგორც გარე, ასევე შიდა ჩარევებისგან. იდეა და მიზანი არის სწორი. შესაძლოა, ფარული კენჭისყრის მსგავსი მეთოდი ჩვენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მორიგ ყრილობაზე გამოვიყენოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება," - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
ექსპერტები ტექნიკურ მხარეზე და მის კიბერშეტევებისაგან დაცულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამ მეთოდს ჯერ კიდევ დასჭირდება განვითარება. მათი განცხადებით, რომ ეს არის კარგი სიახლე და უზრუნველყოფს ამომრჩევლის უფრო მარტივ ჩართულობას ხმის მიცემის დროს. ისინი აცხადებენ ასევე, რომ მნიშვნელოვანია თავად სერვერი და პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნას ვინმეს მიერ ბოროტად გამოყენებული, შედეგების მანიპულაციის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






