"არა ოკუპაციას" - ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ქართველმა ემიგრანტებმა აქციები გამართეს
პოლიტიკა - 20:05, 24 Mar, 2019     584


"არა ოკუპაციას" - ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველმა ემიგრანტებმა რუსეთის საელჩოებთან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ადამიანის გატაცების გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლება დღეს არ აქტიურობს და მოქალაქეებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალებით მიაწვდინონ ხმა საერთაშორისო თანამეგობრობას.

ევროპის რამდენიმე ქალაქში, რუსეთის საელჩოებთან აქცია მოძრაობა „ერთად სახლშის“ ინიციატივით გაიმართა.

ქართველი ემიგრანტები გმობენთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას. ისინი თვლიან რომ ოკუპანტები არ უნდა გადმოდიოდნენ ასე თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე და არ უნდა იტაცებდნენ და კლავდნენ ჩვენ მოქალაქეებს.

ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო შინაარსის ბანერები მიიტანეს იტალიაში რუსეთის საელჩოს შენობასთანაც და ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია, ადამიანების მკვლელობა და გატაცების გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინშიც, სადაც ქართველ ემიგრანტებს უკრაინელებიც შეუერთდნენ, ვისი სამშობლო ნაწილი ასევე მიტაცებული აქვს ოკუპანტ ქვეყანას. აქაც შეკრების ორგანიზატორი მოძრაობა ერთად სახლში იყო, საპროტესტო აქციის ადგილი კი რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.

ემიგრანტების მსვლელობა და საპროტესტო აქცია გაიმართა სალონიკშიც, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის გახშირებული შემთხვევები და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42