„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასრულების შემდეგ პარტიიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ იმ მიზნებზე ისაუბრა, რაც ენმ-ს აქვს.
„ჩვენი მიზნები არის შემდეგი, პირველი, საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი შემოერთებული მხარდამჭერები და თქვენ გახსოვთ რა შედეგი ჰქონდა ოპოზიციას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რა შედეგი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ხალხის შემოერთება, მათი გეგმების, წუხილის და მოლოდინების კიდევ ერთხელ კარგად გაზიარებაა იმიტომ, რომ მოქალაქე წყვიტავს ყველაფერს. 800 ათასი ადამიანი, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, ეს იმისთანა ძალა არის, რომ მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული პროპორციული სისტემა.
მესამე მიზანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ საქართველოში დაპირისპირება, ღვარძლი ერთმანეთის ზიზღი იმიტომ, რომ სახელმწიფოებასვაყენებთ დარტყმის და საფრთხის ქვეშ და მეოთხე მთავარი ამოცანა, რომელიც არის ის, რომ ენმ მომძლავრებული, გამაგრებული ჩაებას საარჩევნო კამპანიაში და ეს არჩევნები მოიგოს. მანქანებისთვის და კაბინეტების გულისათვის კი არა, მოიგოს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






