ვთვლი, რომ არც მე და არც სხვას, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი გვაღელვებს - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 16:06, 24 Mar, 2019     1027

მივესალმები ჩვენს დიდ ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახი ვართ, - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა და წინა ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა პარტიის რიგებში არიან, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოშლილი ქვეყნისგან წარმატებული საქართველო შექმნეს.

„მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს მედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება.

„ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისათვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი იმ პერიოდს და ქვეყანაში შემდგომ შექმნილ ვითარებას იხსენებს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადააბარა.

„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა პარალიზებულია და მოსახლეობას ლუკმა-პურის ფული არ აქვს და საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება.

„როგორც საქართველოს მოქალაქემ, ვთვლი, რომ არც მე და არც სხვა არავის, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი გვაღელვებს," - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42