"ენმ არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:27, 24 Mar, 2019     995

სასტუმრო „ბილტმორში“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას„ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა.

„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი.

„არ იყო იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებოდა ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში. ელემენტარულად არსებობდა რისკი რომ მას ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებდნენ და ეს საქართველოში ერთ ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ და ამის შემdეგ ამ პოლიტიკურმა ოჯახმა ისე განავითარა ტურიზმი და ტურისტული პროექტები რომ წელს უკვე ვსაუბრობთ რომ ამ ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი შემოდის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

მან სიტყვით გამოსვლისას შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენმ იყო ერთ-ერთი პარტია, რომელმაც მშვიდობიანი გზით გადასცა სხვა პოლიტიკური ძალას ხელისუფლება. ნიკა მელიას თქმით მიუხედავად "ოცნების" დაპირებებისა ქვეყანამ მიიღო მეტი სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, გაზრდილი კრიმინალი.

„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ენმ-ს წევრების დევნასა და შერჩევით სამართალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმარულად ახდენს ზეწოლას პარტიის აქტივისტებზე და აპატიმრებს მათ.

ნიკა მელიამ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობების ერთობა ახლა როგორც არასდროს არის გადამწყვეტი ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42