კომპრომატებით ომი - ეკა ბესელიამ კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფების წინააღმდეგ კარტების გახსნა დაიწყო
პოლიტიკა - 21:25, 23 Mar, 2019     2228
ქართული ოცნების ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ახალ, კომპრომატებით ომის ეტაპზე გადავიდა. ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის მოქმედ ლიდერებს წითელი ბარათი უჩვენა და შეახსენა, რომ, თუ ყველაფერს მოყვება, ივანიშვილის გუნდში დარჩენილებს მძიმე პოლიტიკური მომავალი ელოდებათ.


ეკა ბესელიამ შაბათის კურიერს იმ სქემაზე უამბო, რომლითაც, მისი თქმით, მამუკა მდინარაძე და მისი ახლო ნათესავი - ვანო ზარდიაშვილი, ფულს შოულობდნენ. გამოძიების ეტაპზე მყოფი საქმეებს ორი მომგვარებელი ჰყავდა, მამუკა მდინარაძე პროკურატურასთან საპროცესო გარიგებების გაფორმებად უზრუნველყოფდა, სასამართლოში კი საქმეების მისი ოჯახის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, ალაგებდა.

ქართული ოცნების დამფუძნებელი იხსენებს, როგორ გეგმავდა ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძესთან ერთად, ე.წ. საპარლამენტო ბუღალტერიის გახსნას, როცა მას მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის სასამართლოში საქმეები უნდა მოეგვარებინა.

ეკა ბესელია ახსენებს ტენდერებსაც, რომელიც, მისივე შეფასებით, გამოძიებას კორუფციის კვალზე გაიყვანს.

ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მან პირადად უამბო. მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერების ჯგუფს "კრიმინალურ დაჯგუფებას" უწოდებს.

ქართული ოცნების ლიდერისთვის მოულოდნელობა იყო, როდესაც ეკა ბესელია ფულის შოვნის სქემაზე საჯაროდ ალაპარაკდა. ბრალდებებს მამუკა მდინარაძე "პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდს" უწოდებს.

ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ ეკა ბესელია კონტრშეტევაზე საკუთარი მოქმედებების დაფარვის მიზნით გადავიდა და ყოფილ თანაგუნდელს მის წინააღდეგ შეკვეთილი შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას უთხრა, რომ "მის ხელებს ფულის სუნი ასდის".

ბესელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ ვანო ზარდიაშვილის განცხადება შესაძლოა, ქართული ოცნების ლიდერის პირით გახმოვანებული სახელისუფლებო გზავნილია, რომელიც გუნდის ყოფილი წევრის წინააღმდეგ მუქარას და მის დაშინებას ემსახურება.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42