საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება - აუდიტის სამსახურის დასკვნის საგანგაშო მონაცემები
პოლიტიკა - 17:20, 23 Mar, 2019     2399
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ოჯახში ძალადობისგან დაცვისა დაპრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს. უწყებამ


აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო;
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა: ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირება და სოციალური მუშაკის ჩართულობა, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ცნობიერების დონესთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:

აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის სისტემური შეფასების მექანიზმი არ იყო დანერგილი. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემა და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრა პოლიციის მიერ ხდებოდა ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის ფაქტებზე თანაბარზომიერ და თანმიმდევრულ რეაგირებას.

2018 წლის 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდა რისკის შეფასების მექანიზმი და განისაზღვრა ორდერის გაცემის საფუძველი, რითაც შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცესი უფრო თანმიმდევრული გახდა, თუმცა, გამოწვევად რჩება პოლიციის მხრიდან რისკის შეფასების ოქმის სრულყოფილად შევსება.

აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორდერის პირობების შესრულების მონიტორინგი სისტემურად არ მიმდინარეობდა. შედეგად, ორდერის პირობების დარღვევის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი თავად აცნობებდა აღნიშნულის შესახებ. რისკის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვასთან ერთად, ამოქმედდა შემაკავებელი ორდერის ზრდა.

ძალადობის რისკის შეფასების და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაციაზე დაშვება პატრულ-ინსპექტორების და უბნის ინსპექტორების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დონეზე განსხვავებულია. საჭირო ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა, ქმნის რისკს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი განიხილება, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახულია სასამართლოს მიერ 2017 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მხოლოდ 22%, რაც არ იძლევა დამცავი ორდერების ძალადობის ისტორიაში გათვალისწინების და მათი პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას.

მოძალადის სახლიდან გარიდება პრაქტიკაში ხშირად სირთულეებს უკავშირდება (ღამის საათებში, ნასვამობის და სახლის საკუთრების შემთხვევაში). შედეგად, ხშირია მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული რამდენიმე პირის თავშესაფარში გადაყვანა, რაც დისკომფორტს უქმნის მსხვერპლს და არა მოძალადეს. ძალადობის ინციდენტში მონაწილე პირთა საცხოვრებლიდან განცალკევების სამოქმედო ინსტრუქცია სამინისტროში შემუშავებული არ არის, რაც ვერ ქმნის მსხვერპლის ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საფუძველს.

მოხუცებზე განხორციელებული ეკონომიკური ძალადობის მიმართ რეაგირების მოქმედი მექანიზმი გარკვეულ შემთხვევებში არაქმედითია და ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადოდ დაცვას.

უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც საჭიროებს ანალიზით გამყარებას. ასევე სუსტია კომისიის მონიტორინგის და კოორდინაციის ფუნქციები. შედეგად, სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ სრულდება და ხშირია მნიშვნელოვანი საქმიანობების შემდგომ სამოქმედო პერიოდში გადატანის შემთხვევები.

დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოძალადის ქცევის კორექციის კანონით გათვალისწინებული კურსები პრაქტიკაში დანერგილი არ არის, ასევე განუსაზღვრელია მათ დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო. შედეგად, მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა პრაქტიკაში უზრუნველყოფილი არ არის, რაც ამცირებს ძალადობის პრევენციის ღონისძიებების პროდუქტიულობას.

სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა და მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ძალადობის შემთხვევებში − მათ არასათანადო ჩართულობას განაპირობებს. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ დასვენების დღეებში, შაბათ/კვირას და არასამუშაო საათებში, მათი უფლება-მოვალეობები არაპროპორციულია მათ რაოდენობასთან შედარებით. სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება თვეში რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას.

აღნიშნულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების სათანადო აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილია უზრუნველყოს: - ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მორეაგირე პოლიციელებისთვის საჭირო ინფორმაციაზე (ძალადობის წინა ისტორია და სხვ.) ხელმისაწვდომობა, რაც შედეგად, რისკის სწორად შეფასებით, ხელს შეუწყობს მსხვერპლის დაცულობის ხარისხის გაზრდას და სამართალდარღვევაზე შესაფერისი საპასუხო ღონისძიების განსაზღვრას.

სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში როგორც დამცავი, ისე შემაკავებელი ორდერების აღრიცხვა, რაც შექმნის სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების წინაპირობას.

დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობისა და ორდერების სათანადოდ აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილია მოამზადოს გარიდების პროცესის შესაბამისი ინსტრუქცია. ასევე მიზანშეწონილია, სამინისტრომ განიხილოს მოძალადის მიმართ გარიდების პრაქტიკული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას:

ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილია უზრუნველყოს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

ოჯახში ძალადობის შემთხვევების ადრეული იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანია შეიმუშაოს და დანერგოს ძალადობის ადრეული გამოვლენის მექანიზმები (მაგალითად, ბავშვების სავალდებულო სამედიცინო შემოწმების, სკრინინგის პროგრამის და ა. შ. ფარგლებში).

მოხუცებზე ეკონომიკური ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების მიზნით, კომისიამ პასუხისმგებელ უწყებებთან (შსს, სოციალური მომსახურების სააგენტო) ერთობლივი ძალისხმევით, მიზანშეწონილია უზრუნველყოს რეაგირების არსებული პროცედურების დაზუსტება/განახლება (მოხუცებზე უგულებელყოფის გავრცელება ან ეკონომიკურ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესება), რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის მსხვერპლისათვის ამ კუთხით არსებულ სახელმწიფო სერვისებს. ასევე, კომისიამ მნიშვნელოვანია განსაზღვროს ქცევის კორექციის კურსებზე პასუხისმგებელი ორგანო და ხელი შეუწყოს მის დროულ დანერგვას.

სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს:

სოციალური მუშაკის არასამუშაო საათებში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიზანშეწონილია დანერგოს სოციალური მუშაკების მორიგეობის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას და არასამუშაო საათებში ძალადობის გადაუდებელ შემთხვევებზე შეუფერხებელ რეაგირებას.


სრული ანგარიში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42