სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შსს-ს რეაგირებას პოზიტიურად აფასებს
პოლიტიკა - 11:02, 23 Mar, 2019     767

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგარიში ეხება ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებასა და სოციალური მუშაკის ჩართულობას, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება. ასევე, პოზიტიურად ფასდება რისკების შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის ინსტრუქციის შექმნა. აღნიშნულია, რომ ძალადობის კუთხით გამკაცრებულმა სასჯელმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროს მხრიდან რეაგირების პროცესი.

სახელმწიფო აუდიტმა ხაზი გაუსვა 2018 წელს, ოჯახში დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობის შემცირებას, რასაც უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და გამკაცრებულ რეაგირებას უკავშირებს. ასევე, ყურადღება გამახვილებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მზარდ რაოდენობაზე, რაც ასევე სამინისტროს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ღონისძიებები წინგადადგმული ნაბიჯია და ძალადობის შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას თვისობრივად აუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი 2018 წელს დაიწყო. სამინისტრომ სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გამომძიებელთა შესაძლებლობები და გაზარდა გამოძიების ხარისხი. შედეგად, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც. აღნიშნულ ანგარიშში გამოკვეთილია სამინისტროს მიერ სამართალდამცველთა პროფესიონალიზმის ამაღლებისა და 2018 წელს განხორციელებული აქტივობების როლი, რომლის მიზანიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42