შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
პოლიტიკა - 10:41, 23 Mar, 2019     718
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.


ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუმრებს უწყების ძირითადი ამოცანები გააცნეს და მათთან ერთად ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

,,ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვხვეწთ ე.წ. დღგ-ის დაბრუნების მოდულს, რათა მოთხოვნის შესრულება მოხდეს წადგენისთანავე, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ვახტანგ ლაშქარაძის თქმით: ,,საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებისას მნიშვნელოვანია სწორედ მოხდეს რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და რისკის მართვის პროგრამის ანალიზი. ყოველივე ეს დაზოგავს, როგორც უწყების დროს ასევე, ბიზნესის დროს და რესურს“.

შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და სტუმრებს ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა.

დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა 14 ბიზნეს ასოციაციის, კერძოდ; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რესტორანთა ასოციაციის, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ასოციაციის, ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის - ,, ქალები მომავლისთვის“, საზღვაო ბროკერებისა და აგენტების ასოციაციის, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს დამოუკიდებელ ლაბორატორიათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შემოსავლების სამსახურის უფროსმა 20 მარტს გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42