„ია კერზაიას გარდაცვალების საკითხი ვიცი, რომ განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს პროკურატურას და დარწმუნებული ვარ შედეგი დადგება“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 23:48, 22 Mar, 2019     947
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოში, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი პროკურატურას და სწრაფად არის გამოსაძიებელი.
„ძალიან ხმამაღალი განცხადებებია, რომ არჩვენების დროს ვაკონტროლებდით სიტუაციას სამეგრელოში. მე რა თქმა უნდა პროცესში ჩართული ვიყავი. ეს ჩემი კუთხეა და როგორც ჩავდიოდი ისე გავაგრძელებ სიარულს და ვერავინ ვერ ამიკრძალავს. რაც შეეხება ამ ტრაგიკულ შემთხვევას, აქ გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და თუ ვინმე იყო დამნაშავე, უნდა დაისაჯოს.
მე ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში პრივილეგირებუობა უნდა დასრულდეს, ეს არ ეხება მარტო ბანკირებს. ჩვენ რატომ აღვძრავთ საქმეს როგორც კი ოდნავი ეჭვი არსებობს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვიპოვოთ ნდობა ჯერ საზოგადოების, მერე თქვენი, ამიტომ ეს ნდობა მოიპოვება კითხვებზე პასუხების გაცემით. რაც უფრო ნაკლები იქნება ღიად დარჩენილი საკითხები და კითხვები, მეტი იქნება ნდობა. რა თქმა უნდა იდეალური სამყარო არ არსებობს. ია კერძაიას გარდაცვალების საკითხი მე ვიცი, რომ ეს განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს პროკურატურას და შედეგი აქ დადგება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. გეთანხმებით, რომ ეჭვის საფუძველი არსებობს. განათლების მინისტრი ერთხელ თუ ორჯერ გამოცხადდა პარლამენტში და გასცა პასუხები შეკითხვებს. შემდგომ, პროკურატურაში საქმე აღიძრა. როგორც მოქალაქეს მქონდა ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და როგორც ვიცი მიმდინარეობს საკმაოდ დინამიურად და გაეცემა პასუხი ყველა შეკითხვას, ვიცი რომ შვილი არის დაკითხული, სრულად არის ჩართული ამ პროცესში.
ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი. ამაში გიერთდებით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42