საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „მინისტრის საათის“ ფარგლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.
მინისტრმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტთან დაკავშრებით ისაუბრა:
„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.
საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არც ერთ ისეთ უნარს, რომელთა შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში. ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






