საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „მინისტრის საათის“ ფარგლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.
მინისტრის განცხადებით უახლოეს წლებში მასწავლებელთა ხელფასები მოიმატებს:
„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით. როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021- 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






