"რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ „გონგო“, რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:27, 22 Mar, 2019     1097
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის" გონგოებია და ისინი დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტები არიან.

"ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის" გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ "ნაცმოძრაობას გამარჯვება ამანაც არ მოუტანა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ორგანიზაციებზე. მისივე თქმით, უმჯობესია, მსგავსი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საგნობრივად ისაუბროს.

„ნაცვლად ასეთი განცხადებებისა რაც მოვისმინეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი კონკრეტულ ორგანიზაციებზეა, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, ბუნებრივია, უმჯობესია, მათ საგნობრივად ისაუბრონ და მაგალითად, გაიმართლონ თავი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ბოლშევიკურ განცხადებას. ამაზე პასუხი დღემდე არავის მოგვისმენია. ნიკა გვარამიას ბოლშევიკური განცხადება ჰქონდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ბოლშევიკური განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გადაეფარნენ. უფრო მეტიც, დაიწყეს მისი გამართლება საარჩევნო პერიოდში, როცა მათი ფუნქცია არის სწორედ ასეთ განცხადებებზე რეაგირება. საგნობრივი პასუხი დღეს ამაზე არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ორგანიზაცია არის რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ არის ყოფილი გონგო, დღევანდელი ოპოგონგო. ანუ, არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული და ასოცირებული ორგანიზაცია. ეს ეხება მხოლოდ რამდენიმე გაერთიანებას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42