"ძალიან კარგი სამედიცინო დიაგნოზია, რომელიც ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრებას ასახავს რა ტიპის ე.წ. ხელისუფლება გვყავს საქართველოში"- ვაშაძე Fox News-ის სკანდალურ სტატიაზე
პოლიტიკა - 16:36, 22 Mar, 2019     1005
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე გავლენიანი ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ონლაინ გამოცემის სკანდალურ სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია - „ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა“.

ვაშაძე ამბობს, რომ სანამ აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები არ იტყვიან შესაბამის სიტყვას, სტატიაზე განცხადებების გაკეთება უადგილოა, თუმცა ოპოზიციის ლიდერი იქვე აღნიშნავს, რომ გავლენიანი გამოცემა ბიძინა ივანიშვილს დიაგნოზს უვამს.

"სანამ ჩვენ არ ვნახავთ ამ ელექტრონულ შეტყობინებას და სანამ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა არ იტყვის თავის სიტყვას, ჩვენი მხრიდან რაიმე კომენტარების გაკეთება სრულიად უადგილოდ გვეჩვენება, მაგრამ სტატიაში შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზია დასმული, რაც შეეხება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, როდესაც ნათქვამია, პუტინთან დაახლოებული საქართველოში მცხოვრები ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსული მანდატით მიდიოდა ხელისუფლებაში, მიუხედავად 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომისა, ერთი სიტყვა კრიტიკის არ დასცდენია რუსეთის ან პუტინის მიმართ. ეს არის ძალიან კარგი სამედიცინო დიაგნოზი რომელიც ძალიან კარგად ასახავს ამერიკული საზოგადოების, ამერიკული მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრებას იმაზე რა ტიპის ე.წ. ხელისუფლება გვყავს საქართველოში" - თქვა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42