პოლიტიკურად არ მოსწონდათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და აკლდათ ნეიტრალიტეტი - NGO სექტორი წულუკიანმაც გააკრიტიკა
პოლიტიკა - 15:42, 22 Mar, 2019     760

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმაც გააკრიტიკა. განცხადება თეა წულუკიანმა კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“- შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს გენდერული ნიშნით თავდასხმებისგან არ იცავდა.

მისი თქმით, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და არ მოსწონდათ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი.

„არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მე პირადად მოვუწოდე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ რომ დაეგმოთ და ჩართულიყვნენ კამპანიაში, გენდერული ნიშნით კანდიდატზე თავდასხმის წინააღმდეგ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიპასუხა, რომ ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ჩართულიყვნენ თუ არა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით თავდასხმების აღსაკვეთად კამპანიაში. რეალურად მე ვთვლი, რომ მათ არაფერი, ან ძალიან ცოტა გააკეთეს იმისთვის, რომ ქალი კანდიდატი გენდერული თავდასხმებისგან დაეცვათ. მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა, იმიტომ რომ როგორ აკადრეს და მტკიცებულება მოსთხოვეს, უწყებათაშორის კომისიას, მათ არ მოსწონდათ პოლიტიკურად ქალბატონი სალომე და მას არ იცავდნენ ან არასათანადოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, შესაბამისად მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და მათ აკლდათ პროფესიონალიზმი.“- განაცხდა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42