„პროკურატურაში არის სრული სტაგნაცია“ - გოჩა მირცხულავა ე.წ. კრიმინოგენულ დებატებს ეხმაურება
პოლიტიკა - 15:35, 22 Mar, 2019     1922

პარლამენტში კრიმინოგენული მდგომარეობაზე გამართულ დებატებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„დანაშაულთან ბრძოლა და კრიმინოგენული ვითარება არის სახელმწიფოში არსებული ვითარების გააზრების კომპონენტი. დიახ, კომპონენტი და ვერც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურას, ცალკე აღებულს, ვერ დავადანაშაულებთ იმ ვითარებაში, რომელიც გვაქვს ან გვქონია დამოუკიდებლობის სხვადასხვა ეტაპზე.

შსს დღეს საუბრობს იმაზე, რომ შეიცვალა დანაშაულის აღრიცხვის სტატისიკა და ეს არის ძალიან კარგი. მით უფრო, როდესაც სხვა „ტრადიციული“ დანაშაულებების ფონზე, საერთოდ ახალი დანაშაულიც გაჩნდა სტაატისტიკურად აღსარიცხავთა ნუსხაში. მაგალითად, მუქარა ვირტუალურ სივრცეში. ვაღიაროთ ისიც, რომ „მეორე“ მხარე ისევე იზრდება პროფესიონალიზმში და საკუთარი მოქმედებების თვალსაზრისით, როგორც იზრდება საზოგადოებაში ცხოვრების დონე - დაწყებული ტექნოლოგიებით და დანაშაულში ინტელექტუალების ჩართვით დასრულებული. ზოგჯერ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები უსწრებენ კიდეც „დროს“.

აქვე გავიაზროთ, რომ ჩვენთან დანაშაულის ზრდის საფუძველს ხშირად ყოფითი პირობები, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ან არასათანადო განათლება და უფრო მეტიც - ღირებულებითი კრიზისი წარმოადგენს.

ამიტომ, ნებისიერი სამართალდამცავი სტრუქტრურა, მოტივაციის მიუხედავად, უძლური იქნება ეფექტური ბრძოლისთვის თუ საკითხი კომპლექსურად არ იქნება მოგვარებული.

აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, დანაშაული მუდამ არის შემაფერხებელი არა მხოლოდ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის, არამედ, აზიანებს სახელმწიფოს პოლიტიკურად და ახდენს მისი მოქალაქეების დემორალიზებას.

აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის მიზნით ჩვენ უნდა ავირჩიოთ სამი უმთავრესი პრიორიტეტი: 1. ვიყოთ სახელმწიფოს პარტნიორები ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენის დროს; 2. ვაიძულოთ ხელისუფლება (ნებისმიერი) იბრძოლოს დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ; 3. მედია, საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამათავრობო სექტორი გამოვიყენოთ სამართალდამცავი ორგანოების შემართების, საქმიანობის ეფექტიანი ზრდისა და მორალური წახალისებისთვის, ისევე როგორც ობიექტური მხილებისთვის;

ამ პრიორიტეტებსთვის უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები: 1. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უნდა იყოს უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალდებულება; 2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ქმედითი მექნიზმები - აკადემიური პოლემიკიდან დაწყებული, უკიდურეს ვითარებაში საპროტესტო აქციების გამოყენების ჩათვლით; 3. სამართალდამცავთა ნებისმიერი კანონსდაქვემდებარებული და მორალური ასპექტებით გაჯერებული ქმედებების პოპულარიზაცია უნდა გახდეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულების დამადასტურებელი ფაქტორი. ისევე როგორც, კანონსგაცდენილი ქმედებების მხილება, უწყებების შინგნით და გასაჯაროებით, ასწევს თავად ამ ინსტიტუტების ავტორიტეტს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უახლოესი წარსულიდან ჩვენ გვაქვს იმის ნათელი მაგალითები თუ როგორ თანამშრომლობდა მედია სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან (2008 წლის აგვისტო), იმის მიუხედავად, რამდენად იზიარებდა ხელისუფლების ღირებულებსა თუ ზოგად პოლიტიკას. ამიტომ, სწორი კომუნიკაცია ამ მიმართულებით მედიასთან და არასამათავრობო სექტორთან აუცილებელია.

მედალს ორი მხარე აქვს - ნებისმიერი მოვლენა შეიძლება წარმოჩნდეს როგორც დადებითი ისევე უარყოფითი კონტექსტით. მაგალითად, ერთის მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არის მძიმე. მეორე მხრივ - შეგვიძლია ვთქვათ, კრიმინალის ზრდის პირობებში მინდინარეობს ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, ანუ ნეგატივშიც დავინახოთ პოზიტივი და აქცენტირება ამაზე გავაკეთოთ, რაც ერთის მხრივ, იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების პოზიტიურად იძულების მექანიზმი, მეორეს მხრივ კი, საზოგადოების და თავად უწყების თანამშრომელთა დმორალიზების საფუძველი. ამავე დროს, ეს სულაც არ ნიშნავს დანაშაულის დაფარვას და მის “გაუბრალოებას”.

ზემოთ აღვნიშნე, რომ დანაშაული მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის პროგრესს უამრავი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ერთის მხრივ, უნდა “ვამხილოთ” ხელისუფლება და მეორე მხრივ ამ ზედოზირებული მხილების პროცესში ვაზიანებთ სახელმწიფოს. გაგახსენეთ ამ მხრივ როგორ ვერ ვიტანდით იმავე მერაბიშვილს, რომელიც ჩემის აზრით, საკმაოდ ეფექტური შს მინისტრი იყო შსს-ს სტრუქტურიზების თვალსაზრისით. აქ არ ვსაუბრობ ცალკეულ სადავო ქეისებზე.

როდესაც ვსაუბრობთ რომელიმე სამართალდამცავ სტრუქტურაზე და მეტწილად იმაზე, ვისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ქუჩაში, ანუ პოლიციაზე და მას უნდა გადავამტვრიოთ ყველა ჯოხი, ეს პრობლემიდან რეალური გაქცევაა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ მართლმსაჯულება უამრავი კომპონენტისგან შედგება - ინსტიტუციონალურად კი ამ კომპონენტის ნაწილია პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოდელზე - როგორ და რა ხერხებით ვიბრძვით დანაშაულის წინააღმდეგ. ცალკე აღებულად, რომ პოლიციაა ვალდებულია უზრუნველყოს ჩვენი სიმშვიდე და იდგას კანონის სადარაჯოზე, არის საკუთარი თავის მოტყუება და მწირარგუმენტიანი მსჯელობა.

რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ პროცესი, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ, იმ პერიოდში, შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ამჟამად სახელმწიფოს წინაშე არის სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად გააზრება. პოლიტიკის, რომელიც იქნება ერთიანი, მართლმსაჯულების სისტემის ყველა ინსტიტუციისთვის.

ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც პროკურატურაში არის სრული სტაგნაცია და დროში აცდენილი ქმედებები. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ხორავას ქუჩის საქმე. ყველანი ვხედავთ თუ რა ხდება სასამართლოში და ამ მიმართულებას არ განვავრცობ. ასეთ ვითარებაში რაც არ უნდა პოზიტიური იყოს რომელიმე ცალკეული ინტიტუტის მოტივაცია, საბოლოოდ შედეგი ვერ იქნება ეფექტიანი.

დამნაშავის დასჯა არ უნდა იყოს მხოლოდ შედეგი. შედეგი უნდა იყოს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ თუ დანაშაული ხდება, ეფექტური გამოძიება და კანონიერი განაჩენი ნებისმიერი პერსონის მიმართ, არის ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტესტი. ნებისმიერმა გამონაკლისმა, ან ინსტიტუციონალურმა მიკერძოებულობამ პოზიტიურ ტენდენციას შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს.

ასევე დაუშვებელია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც არ არის ბოლომდე გააზრებული, ან არ ხდება დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. მაგალითისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიც გამოდგება. ამ მიმართულებით მიღებული საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა იმით დაზიანდა, რომ არ მოხდა შესაბამისი საფეხურების ამოქმედება და მექანიზმების შექმნა - რეალურად არ მუშაობს რეფერირების ინსტიტუტი. აქ კი ზემოთ დასახელებული და ჩამოთვლილ ინსტიტუტებთან ერთად შემოდის იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ვერანაირად ვერ მოახერხა ამ ხნის განმავლობაში შეექმნა რეფერირების ეფექტური სისტემა და მოდელი.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება ნებისმიერ უწყებაში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე და მის მიმართ კომპლექსურ დამოკიდებულებაზე, ცალკეული ინდივიდის პოლიტიკური ნება პრობლემას ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, აუცილებელია არა მხოლოდ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება - რაც უმნიშვნელოვანესია და გადამწტვეყია, არამედ ეს არის საკითხი, რომელიც პოლიტიკური კონსესუსის შედეგად უნდა მივიღოთ.

და ბოლოს, შსს-ში და ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში უნდა ესმოდეთ, საკუთარი თანამშრომლების ღირესების დაცვა და ასევე, ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას პასუხისგება კანონით დადგენილ ფარგლებში, კონკრეტულ თანამშრომელს და უწყებას კი არ სჭირდება, არამედ სახელმწიფოს. სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ვერც ერთი პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ გაბედავს გავიდეს კანონის ფარგლებიდან და პირიქით, მისთვის პატივიც კი იქნება “თანამშრომლობა”, არა საბჭოური გაგებით, არამედ სახელმწიფოებრივი გაცდით, თუნდაც ისე, როგორც ისრაელში ან ნებისმიერ დასავლურ-ცივილიზებულ სამყაროში. შეუძკებელია ერთის მხრივ შვილებს ვზრდიდეთ საბჭოთა ან ქურდული მენტალიტეტით და მერეს მხრივ ვითხოვდეთ უსაფრთხოებას, დანაშაულის პრევენციას. სხვათა შორის, ამ სახელმწიფოებრივ განცდაზე დგას ისრაელის და სხვა ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოს სიძლიერე. ამიტომ, პირველი - უნდა ვისმჯელოთ პრობლემაზე, მეორე- უნდა შევძლოთ პრობლემის მინიმალიზირება და მესამე - რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური ყველა უწყებისთვის და ბოლომდე გააზრებული; მეოთხე - ეს ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი ყველა გაგებით და მოვექცეთ ისე როგორც ჩვენს,“ - წერს მირცხულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42